Thursday 19 April 2012

სამუშაო შეხვედრები მარნეულის სასკოლო სამოქალაქო კლუბებთან

19 აპრილს სიქა-ს წარმომადგენლები "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში ეწვივნენ პროგრამაში ჩართულ სკოლებს ქ.მარნეულში, კერძოდ მარნეულის #2, #3, #5, #7, #8 სკოლების დირექტორებს, სამოქალაქო განათლების პედაგოგებსა და კლუბის წევრებს. შეხვედრაზე საუბარი იყო პროგრამის მიმდინარეობის, სასკოლო სამოქალაქო კლუბების საქმიანობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

Tuesday 3 April 2012

პროგრამის პრეზენტაცია მარნეულის მუნიციპალიტეტში

9 მარტს მარნეულის გამგეობის შენობის სააქტო დარბაზში გაიმართა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრო პროგრამაში ჩართული მარნეულის რაიონის სკოლების 53 წარმომადგენელი. შეხვედრა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლის ნინო ბასილაშვილის აქტიური მხარდაჭერით დაიგეგმა. შეხვედრას ესწრებოდა PH-International-ის გრანტების მენეჯერი თამუნა ფრუიძე. სკოლების წარმომადგენლები გაეცვნენ პროგრამის მიმართულებებს და პრიორიტეტებს, პრეზენტაციას რეგიონში პროგრამის მიმდინარეობის შესახებ.  დაბა კაზრეთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ნინო ციმაკურიძემ მარნეულელებს გააცნეს კლუბ "საფიხვნოს" წარმატებული მუშაობის შედეგები, რომლის მიხედვითაც ის დასახელდა  "წლის საუკეთესო კლუბად", ხოლო პედაგოგი -"წლის საუკეთესო სამოქალაგო განათლების პედაგოგად". ასევე რუსთავის #25 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ისაუბრეს მათი კლუბის მიერ განხორციელებული საგრანტო პროექტის "ძმაო ძმითა ხარ ძლიერის" შესახებ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ პროგრამა ხელს უწყობს არამარტო მოსწავლეთა ცოდნისა და განწყობების ამაღლებას დემოკრატიული პრინციპების მიმართ, არამედ ამ პრინციპების გავრცელებას სკოლების მმართველობაში, პედაგოგებში, თავად მოსწავლეებში და ფართო საზოგადოებაში, რაც ქმნის ქვეყნის სამოქალაქო პროცესებში მოქალაქეთა კონსტრუქციული მონაწილეობის საფუძველს.