Saturday 29 June 2013

ერთი დღე ძეგვის შერეული ტიპის თავშესაფარში

2013 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ქ. მარნეულის N3 და N8 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების „ნათელი მომავალი“ და  „ჩემები“ ინიციატივით, ძეგვის შერეული ტიპის თავშესაფარს გადაეცა საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი და სათამაშოები.
          სამოქალაქო კლუბებმა საკუთარ სკოლებში ორგანიზება გაუწიეს საკვები პროდუქტების, ტანსაცმლის და ა.შ. შეგროვებას და შეფუთვას. აქციაში ჩაერთო სკოლის მთელი კონტიგენტი: ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები. ამის შემდეგ სამოქალაქო კლუბებმა მიმართეს ადგილობრივ თვითმართველობას რათა გამოეყო სატრანსპორტო საშუალება, შეგროვებული პროდუქტების დანიშნულების ადგილზე ჩასატანად. მუნიციპალიტეტმა თხოვნა დააკმაყოფილა, გამოიყი სამარშრუტო ტაქსი.
      1 ივნისს სამოქალაქო კლუბის წევრები ესტუმრნენ სოფელ ძეგვს. შერეული ტიპის თავშესაფარში იმყოფებიან: 9 ბავშვი(აქედან 5 სკოლამდელი ასაკის), მიტოვებული დედები, უნარშეზღუდული პირები, მოხუცები რომელთაც არ ჰყავთ მომვლელი. თავშესაფარს მეურვეობს ქალბატონი ნანა გოგოჭური, რომელიც ძალას არ იშურებს , თავს არ ზოგავს, რომ დაეხმაროს ამ ადამიანებს, თუმცა თავშესაფარს მაინც ძალიან უჭირს.
          კლუბებმა ამ ინიციატივით გამოხატეს ზრუნვა მათ მიმართ ვინც დახმარებას საჭიროებს.