Thursday 2 May 2013

გამწვანების აქცია მარნეულში


12 აპრილს მარნეულის #8 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „ჩემები“–ს წევრებმა საგრანტო პროექტის ფარგლებში „სუფთა გარემო“  მოაწყვეს გამწვანების აქცია. მონაწილეებმა მარნეულის კულტურის სახლის წინ მდებარე ცენტრალურ პარკში დარგეს ხეები.  „ჩემები“–ს წევრებმა წინასწარ შეიძინეს ნერგები თელავის  „ეკომარი“–სგან, რომლის ტრანსპორტირება მარნეულამდე უზრუნველყო მარნეულის შპს კომუნალურმა მეურნეობამ.  თვითმმართველობისგან წინასწარ იყო აღებული წერილობითი ნებართვა ადგილის შერჩევასთან დაკავშირებით. კლუბის წევრებმა მოამზადეს პლაკატები თემაზე – გავუფრთხილდეთ გარემოს. მონაწილეებმა მოიწვიეს მარნეულის #1 და #3 სკოლის მოსწავლეებიც, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულები გამწვანების აქციაში.
ნერგების დარგვის პროცესში მონაწილეობა მიიღეს მარნეულის გამგებელმა, ბატონმა პაატა აბრამიშვილმა, გამგებლის მოადგილემ, ბატონმა ჯონი შუბითიძემ და შპს კომუნალური მეურნეობის დირექტორმა ბატონმა ლერი მუმლაძემ. მათ გარდა, გამწვანების აქციაში  კლუბის წევრებს დაეხმარნენ  კომუნალური მეურნეობის სხვა წარმომადგენლებიც.

 „ჩემები“–ს კლუბს მოწვეული ყავდა ადგილობრივი ტელევიზია, რომელმაც გააშუქა ეს აქცია და უფრო ფართომასშტაბიანი გახადა.

სულ დაირგა 30 ძირი ხე კულტურის სახლის ეზოში, 5 ძირი სკოლის ეზოში ხოლო დანარჩენი 25 ძირი გადანაწილდა მოსახლეობაში, თხოვნის საფუძველზე.
სიუჟეტები იხილეთ შემდეგ ბმულებზე: