Wednesday 12 February 2014

სამოქალაქო კლუბმა "აქტიურები" შეაჯამა კლუბის მუშაობა

11 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. აღმამედლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი "აქტიურები" მოწვეული სტუმრების წინაშე კლუბის მუშაობის ამსახველი შემაჯამებელი ღონისძიებით წარსდგა. სამოქალაქო კლუბი სიქა-ს მხარდაჭერითა და ხელშეწყობით "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების" ფარგლებში შეიქმნა და არსებობის 2 წლის განმავლობაში მრავალი საინტერესო აქტივობა განახორციელა. შეხვედრას სიქა-ს წარმომადგენლები და აღმამედლოს ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ. კლუბის წევრებმა კლუბის მეურვის ელისო პაპასქუას ლიდერობით საინტერესო პროექტი განახორციელეს სოფელში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების კუთხით. აღმამედლოს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელმა ქ-მა ფლორა აივაზოვამ მოიწონა ახალგაზრდების ინიციატივა და თანამშრომლობა აღუთქვა მათ სოფ. აღმამედლოს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების კუთხით.

Tuesday 11 February 2014

ტრენინგი შიდსთან ბრძოლის თემაზე აღმამედლოს საჯარო სკოლაში

2013 წლის 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებმა აღმამედლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ,,აქტიურებს" ჩაუტარეს ტრენინგი შიდთან ბრძოლის თემაზე. ასევე, გაიმართა  დოკუმენტური ფილმის ჩვენება   და დებატები შიდსის თემაზე. ტრენინგს ატარებდნენ ისა ნაბიევი, ლამია მამედოვა, გიორგი დუმბაძე. შედეგად მოსწავლეებს აუმაღლდათ ცნობიერება შიდსის ინფექციასთან ბრძოლის შესახებ. 
ტრენინგი ჩატარდა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში და მას სამოქალაქო კლუბის 15 წევრი დაესწრო.