Tuesday 1 April 2014

პროექტი „ხელმარჯვე ოსტატები’’ აქტიურ ფაზაშია

პროექტი „ხელმარჯვე ოსტატების’’ განსახორციელებლად 14 თებერვალს პროექტის ხელმძღვანელებმა თბილისში შეიძინეს მასალა. წინასწარ შერჩეულ საკლასო ოთახში განთავსდა მასალები და პროექტში მონაწილეთა მსურველთა რაოდენობის დაზუსტრების შემდეგ დაინიშნა სამუშაო დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი 15:00 საათიდან 16:30 საათამდე.

პროექტის საწყის ეტაპზე 35-მდე მოსწავლე ჩაერთო მუშაობაში, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ მათმა ნაწილმა თავისი სურვილით შეწყვიტა სიარული. საბოლოოდ კი პროექტში დარჩა 10 აქტიური მონაწილე, რომელთა ნამუშევრების გამოფენა რამდენიმე კვირაში გაიმართება. მათ ისწავლეს ჟგუტის, ზამბარა სამაჯურების, მძივების, საყურეების და სხვა სახის აქსესუარების აწყობა.

7-8 აპრილს 14:00-დან 19:00 საათამდე მარნეულის კულტურის ცენტრში გაიმართება პროექტის ფარგლებში დამზადებული ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა. საქველმოქმედო აქციაზე შემოსული თანხა მოხმარდება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას. საქველმოქმედო აქცია გაგრძელდება თბილისში 11 და 12 აპრილს „კავკასიურ სახლში.’’
13 ან 14 აპრილს დაგეგმილია სამოქალაქო კლუბ „ნათელი მომავლის’’ წევრების ვიზიტი თბილისში იაშვილის კლინიკაში.

Sunday 30 March 2014

"დედამიწის საათი" აღმამედლოში


აღმამედლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ,,აქტიურების" წევრები შეუერთდებიან მსოფლიოს გარემოსდაცვით აქციას ,,დედამიწის საათი". 

მათ შექმნეს საინფორმაციო პოსტერი და მოუწოდეს მოსწავლეებსა და პედაგოგებს, შეუერთდნენ გლობალურ აქციას და 29 მარტს 8:30დან 9:30 მდე და დაზოგონ ენერგია.

Wednesday 12 February 2014

სამოქალაქო კლუბმა "აქტიურები" შეაჯამა კლუბის მუშაობა

11 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. აღმამედლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი "აქტიურები" მოწვეული სტუმრების წინაშე კლუბის მუშაობის ამსახველი შემაჯამებელი ღონისძიებით წარსდგა. სამოქალაქო კლუბი სიქა-ს მხარდაჭერითა და ხელშეწყობით "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების" ფარგლებში შეიქმნა და არსებობის 2 წლის განმავლობაში მრავალი საინტერესო აქტივობა განახორციელა. შეხვედრას სიქა-ს წარმომადგენლები და აღმამედლოს ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ. კლუბის წევრებმა კლუბის მეურვის ელისო პაპასქუას ლიდერობით საინტერესო პროექტი განახორციელეს სოფელში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების კუთხით. აღმამედლოს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელმა ქ-მა ფლორა აივაზოვამ მოიწონა ახალგაზრდების ინიციატივა და თანამშრომლობა აღუთქვა მათ სოფ. აღმამედლოს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების კუთხით.

Tuesday 11 February 2014

ტრენინგი შიდსთან ბრძოლის თემაზე აღმამედლოს საჯარო სკოლაში

2013 წლის 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებმა აღმამედლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ,,აქტიურებს" ჩაუტარეს ტრენინგი შიდთან ბრძოლის თემაზე. ასევე, გაიმართა  დოკუმენტური ფილმის ჩვენება   და დებატები შიდსის თემაზე. ტრენინგს ატარებდნენ ისა ნაბიევი, ლამია მამედოვა, გიორგი დუმბაძე. შედეგად მოსწავლეებს აუმაღლდათ ცნობიერება შიდსის ინფექციასთან ბრძოლის შესახებ. 
ტრენინგი ჩატარდა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში და მას სამოქალაქო კლუბის 15 წევრი დაესწრო.

Friday 13 December 2013

ჯანდარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივები

2013 წლის 10 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით  ჯანდარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით მოეწყო სკოლის ეზოს გამწვანების აქცია დევიზით „გიყვარდეს ბუნება“. კლუბის მეურვის ნაზირა ქარიმოვას ხელმძღვანელობით მე-9 და მე-10 კლასელებმა დარგეს ნერგები. კლუბის წევრები დიდ ყურადღებას აქცევენ სკოლაში სისუფთავის დაცვას. სკოლის ეზოს გალამაზების მიზნით მოსწავლეებმა საკუთარი ეზოებიდან მოიტანეს ყვავილის ნერგები და სკოლის ეზოში ყვავილნარი გააშენეს, რომელზე ზრუნვაც თავის თავზე აიღეს.
კლუბის მორიგი ინიციატივა იყო სკოლაში ბიოლოგიის კაბინეტის მოწყობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მე-7, მე-9 და მე-10 კლასელებმა.

კლუბი აქტიურად განაგრძობს ინიციატივების შემუშავებას და განხორციელებას.


Sunday 13 October 2013

ტრენინგი თემაზე „ღონისძიების დაგეგმვა და ჩატარება“

10  ოქტომბერს,  მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  გაიმართა ტრენინგი თემაზე „ღონისძიების დაგეგმვა და ჩატარება“. ტრენინგს დაესწრო მარნეულის #5 და #8 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
სამოქალაქო კლუბის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია, როგორ უნდა დაგეგმონ ეფექტური ღონისძიება, როგორ განახორციელონ იგი და რა რისკები არსებობს დაგეგმვის და წარმოდგენის დროს. თეორიული მასალის გაცნობის პროცესი ინტერაქტიულად წარიმართა, რომელშიც მონაწილეები სხვადასხვა კითხვებით და მაგალითებით აქტიურად ჩაერთვნენ.
ტრენინგის მეორე ნაწილი დაეთმო პრაქტიკულ მუშაობას. კერძოდ, მონაწილეებისგან შედგა  2 ჯგუფი. მათ დაგეგმეს უახლოესი სამოქალაქო დღესასწაულები - ტოლერანტობის დღის (16 ნოემბერი) და შიდსთან ბრძოლის დღის (1 დეკემბერი) 2 ღონისძიება, რომელსაც მარნეულის სხვა სკოლებთან ერთად ფართო მასშტაბიანი აუდიტორიისთვის ჩაატარებენ.

პრაქტიკული სამუშაოების შესრულებისას მონაწილეებმა წარმოადგინეს  საკმაოდ საინტერესო აქტივობები და მიიღეს  მათთვის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. 

Wednesday 2 October 2013

სამოქალაქო კლუბ "აქტიურების" მიერ ორგანიზებული ლაშქრობა გაგის ციხეზე

აღმამედლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ,,აქტიურები" განაახლა საკლუბო მუშაობა. მათ დასახეს სამომავლო გეგმები და განახორციელეს პირველი აქტივობა 28.09.2013-ში - ლაშქრობა ისტორიულ ციხესიმაგრეზე - გაგის ციხეზე სოფელ კუშჩუში.
ლაშქრობას კლუბის წევრებმა გაუწიეს ორგანიზება, მოიპოვეს ინფორმაცია ციხის შესახებ, გააცნეს მოსწავლეებს,  დაათვალიერეს ციხის ნანგრევები და გადაიღეს სამახსოვრო სურათები ტექნიკის კონკურსის  ფარგლებში გადმოცემული ფოტოაპარატით.
კლუბის ამ ინიციატივის მიზანი იყო მოსწავლეებს უკეთ შეესწავლათ საკუთარი ქვეყნის ისტორია, ასევე განევითარებინათ ღონისძიებების დამოუკიდებლად დაგეგმვა-განხორციელების უნარები.
ამჟამად კლუბის წევრები მუშაობენ პროექტზე მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.