Tuesday 18 December 2012

მარნეულის #7 საჯარო სკოლაში მცირე გრანტის პროექტის "ბიბლიოთეკა ჩვენი საგანძურია" მიმდინარეობა

14 დეკემბერს მარნეულის #7 საჯარო სკოლაში, მცირე საგრანტო პროექტის "ბიბლიოთეკა დიდი საგანძურია" ფარგლებში, მოეწყო ღონისძიება, რომელსაც დაესწრო III-IX კლასების მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები, აღმამედლოს საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებლები და სიქას წარმომადგენელი.
თავდაპირველად პროექტის ხელმძღვანელმა მირანდა ლაბაძემ მოაწყო პრეზენტაცია პროექტის ეტაპების შესახებ. აზერბაიჯანულ ენაზე ღონისძიებას უძღვებოდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი მინარა კარაკოვა.
შემდეგ მოწვეულმა სტუმარმა მილანა რამაზანოვამ, რომელიც ხელნაწერთა მუზეუმის მიერ მოწყობილი ხელნაწერთა კონკურსის გამარჯვებულია, მოსწავლეებს კალიგრაფიული წერის მასტერკლასი ჩაუტარა. ღონისძიებაზე ასევე მოეწყო საჯარო კითხვა. პროექტის ფარგლებში სკოლის ბიბლიოთეკისთვის შეძენილი წიგნებიდან ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე წაიკითხეს ვაჟა-ფშაველას ლექსები. მოსწავლებს დაინტერესდნენ ახალი წიგნებით და მათი წაკითხვის სურვილი გამოთქვეს.
დასასრულს მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული ლექსები და იმღერეს "სულიკო". 

Monday 17 December 2012

მე-აქტიური მოქალაქე


2012 წლის 13 დეკემბერს მარნეულის #8 საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბის წევრებმა „ჩემები“, სტუმრად მოიწვიეს აზერბაიჯანელი სტუმარი ზაურ ხალილოვი, რომელიც პროფესიით ეკონომისტია და არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის" ხელმძღვანელია.
დღის თემა გახლდათ „მე -აქტიური მოქალაქე“. ბატონმა ზაურმა პირველ რიგში მოუთხრო კლუბის წევრებს თავისი ისტორია, თუ როგორ გახდა პროფესიონალი თავის სფეროში და როგორ მიაღწია წარმატებას. შემდეგ მოსწავლეებს რამდენიმე საჭირო რეკომენდაცია მისცა და უპასუხა მათ შეკითხვებს. შეხვედრა ორ ენაზე მიმდინარეობდა-ქართულად და აზერბაიჯანულად. სტუმართან საუბარი გაგრძელდა 2,5 საათი, რადგანაც მონაწლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ ბ-ნ ზაურთან დიალოგში.
შეხვედრის შემდეგ, ბ-მა ზაურმა მოსწავლეებთან ერთად დაათვალიერა ქართული ენის კაბინეტი. გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. 
ბ-მა ზაურმა კლუბის მონაწილეებს, აქტიურობის შემთხვევაში, თავისი ორგანიზაციის მხრიდან, მხარდაჭერაც  დაპირდა .

ლიტერატურული საღამო მარნეულის #8 საჯარო სკოლაში


11 დეკემბერს მარნეულის #8 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „ჩემები“-ს ინიცირებით, მოეწყო ლიტერატურული საღამო. ღონისძიება ჩატარდა სკოლის ქართული ენის კაბინეტში, რომელიც PH international-ის საგრანტო კონკურსში გამარჯვების შედეგად გაკეთდა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ვაჟა-ფშაველას პოემა „ალუდა ქეთელაური“ და გამართეს დისკუსია თემაზე - „თემის გავლენა ადამინის ცხოვრებაში“. მონაწილეებისგან წამოვიდა სხვადასხვა ვერსია, თუმცა საბოლოოდ ყველა მათგანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ტრადიციების პატივისცემა ძალიან კარგია, თუმცა არსებობს ზოგიერთი ისეთი წესი, რომელიც არ უნდა გადაეცეს თაობებს.
დისკუსიის შემდეგ, კლუბის წევრები ჩაერთვნენ აქტივობაში, რომელიც სტერეოტიპების მსხვრევისკენ, „ყუთს გარეთ“ აზროვნების განვითარებისკენ იყო მიმართული.
ლიტერეტურულ საღამოს ესწრებოდა 2 ქართული ენის პედაგოგი და სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია.
ამ სახის ლიტერატურული ღონისძიება იყო პირველი შემთხვევა მრავალი წლის შემდეგ.

Friday 14 December 2012

შიდსთან ბრძოლის დღე მარნეულის #3 საჯარო სკოლაში

შიდსთან ბრძოლის დღე მარნეულის #3 საჯარო სკოლაში  ღონისძიებით აღნიშნეს. კლუბ "ნათელი მომავლის" წევრებმა დაამზადეს პოსტერების შიდსის თემაზე. ჩატარდა სემინარი შიდსის თემაზე, სადაც მიმოიხილეს მისი წარმოშობის ისტორია და ისაუბრეს აივ ინფექციის გავრცელების გზებზე. 
სემინარს დაესწრო მე-9-12 კლასების 20 მოსწავლე. 
სემინარის დასასრულს ნაჩვენები იქნა მოკლემეტრაჟიანი ფილმი "სტიგმა", რომლის შემდეგ მოეწყო დისკუსია.   მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ფილმის გარჩევაში. ღონისძიების დამსწრე მოსწავლეები უფრო ინფორმირებულნი გახდნენ ამ დაავადებისა და მისი გავრცელების გზების შესახებ, გაიგეს თავდაცვის რა საშუალებები არსებობს, შეიტყვეს, როგორი თანადგომა შეუძლიათ გაუწიონ აივ ინფიცირებულ ადამიანებს და რომ შეუძლიათ იმეგობრონ მათთან.

Wednesday 12 December 2012

შიდსთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

1 დეკემბერს მარნეულის #8 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის "ჩემები" ინიციატივით მოეწყო შიდსთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. აღნიშნული ღონისძიება გაიმართა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. კლუბის წევრების მოწვევით, შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ მარნეულის #1 და #7 საჯარო სკოლების მოსწავლეებიც.
თავდაპირველად, დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა სემინარი შიდსის შესახებ (ინფექციის განმარტება, გადადების გზები, რეკომენდაციები ინფიცირებულთათვის და სხვა). სემინარს უძღვებოდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნარგიზ ნაბიევა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის თანამშრომელი ზაურ დარგალი. სემინარის დასასრულს ნაჩვენები იქნა მოკლემეტრაჟიანიფილმი "სტიგმა", რომლის დამთავრების შემდეგ მოეწყო დისკუსია. მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში და დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები.