Friday 29 March 2013

ალგეთის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა აღადგინა სკოლის ბაღი

ალგეთის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი "ახალგაზრდა ინიციატორები" კვლავ აგრძელებს აქტიურ მუშაობას სკოლისა და თემის სასარგებლოდ.
კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს აღედგინათ სკოლის ბაღი. ამისათვის თხოვნით მიმართეს სკოლის ადმინისტრაციას და თემს. ადგილობრივმა მაცხოვრებელმა აკიფ ჩოვდაროვმა თავისი სახსრებით შეიძინა ვაშლის, მსხლის, ალუბლისა და ხურმის ხის ნერგები. სკოლის ადმინისტრაციამ უზრუნველყო კლუბი სამუშაო იარაღებით.
15 მარტს კლუბის წევრებმა კლუბის მეურვის ალასკერ აქბეროვისა დახმარებით დარგეს აღნიშნული ნერგები და სკოლის ბაღზე ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებენ.

Monday 18 March 2013

მარნეულის #8 სკოლის სამოქალაქო კლუბის მორიგი ინიციატივა


მარნეულის #8 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა გამოკვეთეს პრობლემა: მარნეულის ბიბლიოთეკაში არ არსებობს ლიტერატურა, რომელსაც აზერბაიჯანულ ენაზე წაიკითხავენ მოსწავლე-ახალგაზრდები და გაიცნობენ ისეთ კლასიკოსებს, როგორიცაა ბალზაკი, შექსპირი, სტენდალი და ა.შ. აზერბაიჯანულ სკოლებში ქართული ენის სრულყოფილად შესწავლა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება, რის გამოც ახალგაზრდები რჩებიან მსოფლიო ლიტერატურის გაცნობის გარეშე.
მარნეულის #8 საჯარო სკოლის კლუბის "ჩემების" წევრებმა გადაწყვიტეს მარნეულის გამგეობას მიმართონ თხოვნით, მარნეულის ბიბლიოთეკაში შეიქმნას კუთხე, სადაც აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნილი მსოფლიო დონის მწერლების შემოქმედება იქნება განთავსებული. ამით მოსწავლე-ახალგაზრდობას მიეცემა საშუალება განვითარდნენ ამ კუთხით. 
13 მარტს კლუბის 5 წევრმა მარნეულის გამგეობის წერილობით მიმართა ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

ეკო დასუფთავება მარნეულში


მარნეულის #8 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი „ჩემების“ ორგანიზებით, 28 თებერვალს მარნეულის „თუთის პარკში“ მოეწყო ეკო დასუფთავების აქცია.
 აქციაში მონაწილეობა მიიღო მარნეულის  #3 და #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წარმომადგენლებმაც. „ჩემები“-ს კლუბის  წევრებმა  ინიციატივით მიმართეს მარნეულის მუნიციპალიტეტს, რათა საჭირო რესურსებით მომხდარიყო აქციის უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტმა აღნიშნული საქმიანობისთვის დახმარება სთხოვა მარნეულის შ.პ.ს. კომუნალურ მეურნეობას, რომელმაც გამოყო ნაგვის მანქანა და შეიძინა ნაგვის ცელოფნები და ხელთათმანები თითოეული მონაწილისთვის.
მოწვეული იყო  ადგილობრივი ტელევიზია, რომელმაც გააშუქა  დასუფთავების აქცია და მოამზადა სპეციალური რეპორტაჟი.
სულ მონაწილეობდა 40 მოსწავლე და 5 პედაგოგი განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროგრამიდან „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“.
ეკო დასუფთავების აქციამ ნაყოფიერად ჩაირა, მოსწავლეებმა სრულად დაასუფთავეს თუთის პარკის ტერიტორია და ტელევიზიის მეშვეობით ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე, მოუწოდეს მოსახლეობას, რომ გარემოზე ზრუნვა და მსგავს ინიციატივებში მონაწილეობა ყველა მოქალაქის მოვალეობაა.

სამოქალაქო კლუბის "ჩემები" ინიციატივა


მარნეულის #8 საჯარო სკოლის წინ არ არსებობს არც შუქნიშანი და არც ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი, ამიტომ მშობლებს და ბავშვებს ხანგრძლივი ლოდინი უწევთ გზაზე გადასასვლელად. უფროსკლასელები კი არ იცავენ ფეხით მოსიარულე მგზავრის მოძრაობის წესებს და ამით საფრთხეს უქმნიან მძღოლებს და საკუთარ თავსაც.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად მარნეულის #8 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის "ჩემები"  მეურვე თეონა ბუაძე და კლუბის 3 წევრი 20 თებერვალს ეწვივნენ მარნეულის გამგეობას და კანცელარიაში ჩააბარეს წერილობითი მიმართვა მარნეულის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე ინიციატივით, სკოლის წინ გადასასვლელის მოწესრიგებასთან დაკავშირებით.