Tuesday 9 April 2013

9 აპრილის დღე


9 აპრილს მარნეულის #8 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „ჩემები“და საქართველოს აზერბაიჯანული კულტურის ცენტრის წევრებმა ერთობლივი სამშვიდობო აქცია გამართეს. ღონისძიება ეძღვნებოდა 24 წლის წინანდელ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლასთან დაკავშირებულ მოვლენებს. აქციის წევრებმა პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას და თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე მემორიალთან ყვავილები და პლაკატები მიიტანეს.
ამის შემდეგ მონაწილეები დაბრუნდნენ მარნეულში და „ათა ჰოლდინგის“ წინ საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს. მოწვეული იყო აზერბაიჯანელი სტუდენტები და მარნეულის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.
აქციაზე იმყოფებოდა აზერბაიჯანის 1 არხის ტელევიზია, რომელმაც სამოქალაქო კლუბის „ჩემების“ მეურვესთან ინტერვიუ ჩაწერეს დღის მნიშვნელობის შესახებ.

მარნეულის #8 სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივა პანდუსების თაობაზე


8 აპრილს მარნეულის  #8  საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "ჩემები" ახალი ინიციატივით მიმართა  ქალაქის მუნიციპალიტეტს.  
მოსწავლეებმა მარნეულის გამგებლის ბატონ პაატა აბრამიშვილის სახელზე დაწერეს განცხადება, რომელშიც სთხოვეს, რომ ქალაქის სკოლების წინ კიბეებთან გაკეთდეს პანდუსები, რაც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ზოგადი განათლების მიღებას. 
 ამ მხრივ ნამდვილად დიდი პრობლემა დგას მარნეულის (და არა მხოლოდ მარნეულის) საჯარო სკოლებში. სპეც საჭიროების მქონე ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ ეტლით გადაადგილებას,  პანდუსების არარსებობის  გამო,  ვერ ახერხებენ სკოლაში სიარულს. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით კი, ნებისმიერ ბავშვს აქვს უფლება მიიღოს  ზოგადი  განათლება.  
კლუბის წევრებს იმედი აქვთ, რომ  მარნეულის მუნიციპალიტეტი გაითვალისწინებს  კლუბის  ინიციატივას და ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის  განათლების  მიღებას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.