Sunday 13 October 2013

ტრენინგი თემაზე „ღონისძიების დაგეგმვა და ჩატარება“

10  ოქტომბერს,  მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  გაიმართა ტრენინგი თემაზე „ღონისძიების დაგეგმვა და ჩატარება“. ტრენინგს დაესწრო მარნეულის #5 და #8 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
სამოქალაქო კლუბის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია, როგორ უნდა დაგეგმონ ეფექტური ღონისძიება, როგორ განახორციელონ იგი და რა რისკები არსებობს დაგეგმვის და წარმოდგენის დროს. თეორიული მასალის გაცნობის პროცესი ინტერაქტიულად წარიმართა, რომელშიც მონაწილეები სხვადასხვა კითხვებით და მაგალითებით აქტიურად ჩაერთვნენ.
ტრენინგის მეორე ნაწილი დაეთმო პრაქტიკულ მუშაობას. კერძოდ, მონაწილეებისგან შედგა  2 ჯგუფი. მათ დაგეგმეს უახლოესი სამოქალაქო დღესასწაულები - ტოლერანტობის დღის (16 ნოემბერი) და შიდსთან ბრძოლის დღის (1 დეკემბერი) 2 ღონისძიება, რომელსაც მარნეულის სხვა სკოლებთან ერთად ფართო მასშტაბიანი აუდიტორიისთვის ჩაატარებენ.

პრაქტიკული სამუშაოების შესრულებისას მონაწილეებმა წარმოადგინეს  საკმაოდ საინტერესო აქტივობები და მიიღეს  მათთვის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. 

Wednesday 2 October 2013

სამოქალაქო კლუბ "აქტიურების" მიერ ორგანიზებული ლაშქრობა გაგის ციხეზე

აღმამედლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ,,აქტიურები" განაახლა საკლუბო მუშაობა. მათ დასახეს სამომავლო გეგმები და განახორციელეს პირველი აქტივობა 28.09.2013-ში - ლაშქრობა ისტორიულ ციხესიმაგრეზე - გაგის ციხეზე სოფელ კუშჩუში.
ლაშქრობას კლუბის წევრებმა გაუწიეს ორგანიზება, მოიპოვეს ინფორმაცია ციხის შესახებ, გააცნეს მოსწავლეებს,  დაათვალიერეს ციხის ნანგრევები და გადაიღეს სამახსოვრო სურათები ტექნიკის კონკურსის  ფარგლებში გადმოცემული ფოტოაპარატით.
კლუბის ამ ინიციატივის მიზანი იყო მოსწავლეებს უკეთ შეესწავლათ საკუთარი ქვეყნის ისტორია, ასევე განევითარებინათ ღონისძიებების დამოუკიდებლად დაგეგმვა-განხორციელების უნარები.
ამჟამად კლუბის წევრები მუშაობენ პროექტზე მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.