Sunday 18 November 2012

ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება


ქ. მარნეულის  #8 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „ჩემები“, 16 ნოემბერს  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. კლუბის წევრებმა ჩაატარეს მინი-სემინარი, რომელზეც ისაუბრეს ტოლერანტობის დეფინიციაზე, მის მნიშვნელობაზე და დამსწრე საზოგადოებას შესთავაზეს რამდენიმე რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა გახდეს საქართველოს თითოეული მოქალაქე უფრო მეტად შემწყნარებელი განსხვავებული ღირებულებების მიმართ. სემინარის შემდეგ ნაჩვენები იქნა ვიდეო  ნაწყვეტი  გადაცემიდან „აქტიური მოქალაქე“, რომელიც ამავე თემაზე იყო მიძღვნილი და მონაწილეობდა სამოქალაქო კლუბი „ჩემები“-ს წევრები.
ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი კლუბის წევრების მიერ შესრულებული ნახატები ტოლერანტობის თემაზე. ღონისძიების დასასრულს, კლუბის წევრებმა ფორმატის ფურცელზე, რომელზეც ეწერა „მე ტოლერანტი ვარ“ ,  დახატეს ხელები და დააწერეს საკუთარი სახელები, იმის ნიშნად, რომ ისინი შემწყნარებლები არიან განსხვავებული ღირებულებების მიმართ.
ღონისძიება ერთ საათს გაგრძელდა, რომლის აქტივობებში კლუბის წევრები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.