Saturday 2 June 2012

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა მარნეულის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მიერ


ქ. მარნეულის №8 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა "ჩემები", №5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა "ლელვარი"  და №3 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა "ნათელი მომავალი" 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, აღნიშნეს ერთობლივი ღონისძიებით. "ჩემები" სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა დაამზადეს ინფორმაციული სახის პლაკატები- "26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა", რომელიც 2 ენაზე ქართულად და აზერბაიჯანულად იყო წარმოდგებილი და მხატვრულად გაფორმებული. კლუბის წევრებმა ასევე  ფერადი ქაღალდებით დაამზადეს გადასაშლელი მისალოცი ბარათები ტექსტით- "გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს" და "მე <3 საქართველო" . კლუბის წევრებმა ბარათები დაურიგეს მარნეულის მოქალაქეებს და ამ ფორმითაც მიულოცეს დამოუკიდებლობის დღე.
   ღონისძიება დაიწყო მშვიდობიანი აქციით, რომელსაც ესწრებოდა №8 საჯარო სკოლის დირექტორი ელმან ჯაფარლი და რამოდენიმე პედაგოგი. მოწვეული იყო ადგილობრივი ტელევიზია, რომლის მეშვეობითაც კლუბის წევრებმა მარნეულის მოსახლეობას მიულოცეს დამოუკიდებლობის დღე.
   ღონისძიება გაგრძელდა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სადაც №5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა  26 მაისის იტორიული მიმოხილვა შემოგვთავაზა, რომელიც აზერბაიჯანულ ენაზე გადაითარგმნა ცენტრის თანამშრომლის ზაურ დარგალის დახმარებით. ისტორიული მოხსენების შემდეგ საღამო გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომელიც დასრულდა თითოეული წევრის მიერ გამოთქმული სურვილით, თუ როგორ საქართველოში სურდათ ცხოვრება. "მინდა საქართველო იყოს ერთიანი, მთლიანი, ძლიერი...შევიდეს ნატოში...ყოველთვის იყოს დამოუკიდებელი ..." და ა.შ.
   ღონისძიება დასრულდა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენებით "საქართველო 1918-1921 წლებში".
     კლუბის წევრებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია 26 მაისთან დაკავშირებით და კმაყოფილები დარჩნენ ერთობლივი მუშაობით. 

ქ. მარნეულის #8 საჯარო აზრბაიჯანული სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ინიცირებული არჩევნები მოაწყვეს ქართულ ენაზე


24 მაისს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ქ. მარნეულის №8 აზერბაიჯანული სკოლის სამოქალაქო კლუბ  "ჩემების" მიერ ინიცირებული არჩევნების პროცესი. კლუბის წევრებმა გაინაწილეს საარჩევნო კომისიის წევრების, დამკვირვებლების და ამომრჩევლების ფუნქცია/მოვალეობები და მთელი პროცესი ქართულ ენაზე წარმოადგინეს. არჩევნების პროცესში მონაწილეობდნენ: ალი გარიბოვი- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, შამილ აზიზოვი-კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, რუსლან გარაბაღლი- მდივანი, I რეგისტრატორი- ნურადინ მუსტაფაევი, II რეგისტრატორი - ზუმრუდ ნაბიევა და  III რეგისტრატორი - რაუფ კარაევი, ყუთთან მდგომი კომისიის წევრი- ვუსალ დურსუნოვი, ნაკადის მარეგულირებელი - ილქინ ჰასანოვი, დამკვირვებელი- ორხან ჰასანოვი და წამყვანი- შაჰინ ახუნდოვი. ღონისძიება იყო დახურული და ესწრებოდნენ მხოლოდ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის თანამშრომლები და კლუბის წევრები. 
   იმიტირებული არჩევნების გამართვა დიდი მნიშვნელობის იყო კლუბის თითოეული წევრისთვის, რადგანაც მათ პრაქტიკაში მოახდინეს იმ ცოდნის გადმოტანა და გათავისება, რაც თეორიულად უკვე შესწავლილი ჰქონდათ. ეს იყო კლუბის კიდევ ერთი აქტივობა, რომელიც  მოსწავლეებმა წარმატებით შეასრულეს და კიდევ უფრო მეტად გახდნენ კლუბის საქმიანობით დაინტერესებულები.

Friday 1 June 2012

კლუბი "ნათელი მომავალი"

11 მაისს მარნეულის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "ნათელი მომავალი" სკოლის ეზოში მოაწყო შაბათობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კლუბის 15 წევრმა. მოსწავლეებმა კლუბის მეურვის ელიურა ალიევას ხელმძღვანელობით დაასუფთავეს სკოლის ტერიტორია და დარგეს ხეები.