31 მარტს მარნეულის №3 საჯარო სკოლამ უმანსპინძლა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პრეზენტაციას, რომელიც მოაწყო სიქა-მ პროგრამის სამიზნე მარნეულის რაიონის საჯარო სკოლების წარმომადგენლებისათვის. შეხვედრას ესწრებოდა 5 სკოლის 7 წარმომადგენელი, რომლებმაც დეტალური ინფორმაცია მიიღეს პროგრამის მიმართულებებისა და მოსწავლეთა ჩართულობის შესახებ. მათ დაურიგდათ პროგრამის პოსტერები და კალენდრები.
No comments:
Post a Comment