24 მაისს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ქ. მარნეულის №8 აზერბაიჯანული სკოლის სამოქალაქო კლუბ "ჩემების" მიერ ინიცირებული არჩევნების პროცესი. კლუბის წევრებმა გაინაწილეს საარჩევნო კომისიის წევრების, დამკვირვებლების და ამომრჩევლების ფუნქცია/მოვალეობები და მთელი პროცესი ქართულ ენაზე წარმოადგინეს. არჩევნების პროცესში მონაწილეობდნენ: ალი გარიბოვი- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, შამილ აზიზოვი-კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, რუსლან გარაბაღლი- მდივანი, I რეგისტრატორი- ნურადინ მუსტაფაევი, II რეგისტრატორი - ზუმრუდ ნაბიევა და III რეგისტრატორი - რაუფ კარაევი, ყუთთან მდგომი კომისიის წევრი- ვუსალ დურსუნოვი, ნაკადის მარეგულირებელი - ილქინ ჰასანოვი, დამკვირვებელი- ორხან ჰასანოვი და წამყვანი- შაჰინ ახუნდოვი. ღონისძიება იყო დახურული და ესწრებოდნენ მხოლოდ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის თანამშრომლები და კლუბის წევრები.

No comments:
Post a Comment