Sunday 13 October 2013

ტრენინგი თემაზე „ღონისძიების დაგეგმვა და ჩატარება“

10  ოქტომბერს,  მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  გაიმართა ტრენინგი თემაზე „ღონისძიების დაგეგმვა და ჩატარება“. ტრენინგს დაესწრო მარნეულის #5 და #8 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
სამოქალაქო კლუბის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია, როგორ უნდა დაგეგმონ ეფექტური ღონისძიება, როგორ განახორციელონ იგი და რა რისკები არსებობს დაგეგმვის და წარმოდგენის დროს. თეორიული მასალის გაცნობის პროცესი ინტერაქტიულად წარიმართა, რომელშიც მონაწილეები სხვადასხვა კითხვებით და მაგალითებით აქტიურად ჩაერთვნენ.
ტრენინგის მეორე ნაწილი დაეთმო პრაქტიკულ მუშაობას. კერძოდ, მონაწილეებისგან შედგა  2 ჯგუფი. მათ დაგეგმეს უახლოესი სამოქალაქო დღესასწაულები - ტოლერანტობის დღის (16 ნოემბერი) და შიდსთან ბრძოლის დღის (1 დეკემბერი) 2 ღონისძიება, რომელსაც მარნეულის სხვა სკოლებთან ერთად ფართო მასშტაბიანი აუდიტორიისთვის ჩაატარებენ.

პრაქტიკული სამუშაოების შესრულებისას მონაწილეებმა წარმოადგინეს  საკმაოდ საინტერესო აქტივობები და მიიღეს  მათთვის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. 

No comments:

Post a Comment