Tuesday 1 April 2014

პროექტი „ხელმარჯვე ოსტატები’’ აქტიურ ფაზაშია

პროექტი „ხელმარჯვე ოსტატების’’ განსახორციელებლად 14 თებერვალს პროექტის ხელმძღვანელებმა თბილისში შეიძინეს მასალა. წინასწარ შერჩეულ საკლასო ოთახში განთავსდა მასალები და პროექტში მონაწილეთა მსურველთა რაოდენობის დაზუსტრების შემდეგ დაინიშნა სამუშაო დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი 15:00 საათიდან 16:30 საათამდე.

პროექტის საწყის ეტაპზე 35-მდე მოსწავლე ჩაერთო მუშაობაში, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ მათმა ნაწილმა თავისი სურვილით შეწყვიტა სიარული. საბოლოოდ კი პროექტში დარჩა 10 აქტიური მონაწილე, რომელთა ნამუშევრების გამოფენა რამდენიმე კვირაში გაიმართება. მათ ისწავლეს ჟგუტის, ზამბარა სამაჯურების, მძივების, საყურეების და სხვა სახის აქსესუარების აწყობა.

7-8 აპრილს 14:00-დან 19:00 საათამდე მარნეულის კულტურის ცენტრში გაიმართება პროექტის ფარგლებში დამზადებული ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა. საქველმოქმედო აქციაზე შემოსული თანხა მოხმარდება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას. საქველმოქმედო აქცია გაგრძელდება თბილისში 11 და 12 აპრილს „კავკასიურ სახლში.’’
13 ან 14 აპრილს დაგეგმილია სამოქალაქო კლუბ „ნათელი მომავლის’’ წევრების ვიზიტი თბილისში იაშვილის კლინიკაში.

No comments:

Post a Comment