8 აპრილს მარნეულის #8 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "ჩემები" ახალი ინიციატივით მიმართა ქალაქის მუნიციპალიტეტს.
მოსწავლეებმა მარნეულის გამგებლის ბატონ პაატა აბრამიშვილის სახელზე დაწერეს განცხადება, რომელშიც სთხოვეს, რომ ქალაქის სკოლების წინ კიბეებთან გაკეთდეს პანდუსები, რაც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ზოგადი განათლების მიღებას.
ამ მხრივ ნამდვილად დიდი პრობლემა დგას მარნეულის (და არა მხოლოდ მარნეულის) საჯარო სკოლებში. სპეც საჭიროების მქონე ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ ეტლით გადაადგილებას, პანდუსების არარსებობის გამო, ვერ ახერხებენ სკოლაში სიარულს. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით კი, ნებისმიერ ბავშვს აქვს უფლება მიიღოს ზოგადი განათლება.
კლუბის წევრებს იმედი აქვთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი გაითვალისწინებს კლუბის ინიციატივას და ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის განათლების მიღებას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.
No comments:
Post a Comment