9 აპრილს მარნეულის
#8 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „ჩემები“და საქართველოს აზერბაიჯანული კულტურის
ცენტრის წევრებმა ერთობლივი სამშვიდობო აქცია გამართეს. ღონისძიება ეძღვნებოდა 24 წლის
წინანდელ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლასთან დაკავშირებულ მოვლენებს. აქციის
წევრებმა პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას და თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე
მემორიალთან ყვავილები და პლაკატები მიიტანეს.
ამის შემდეგ მონაწილეები
დაბრუნდნენ მარნეულში და „ათა ჰოლდინგის“ წინ საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს. მოწვეული იყო აზერბაიჯანელი
სტუდენტები და მარნეულის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.
აქციაზე იმყოფებოდა აზერბაიჯანის
1 არხის ტელევიზია, რომელმაც სამოქალაქო კლუბის „ჩემების“ მეურვესთან ინტერვიუ ჩაწერეს
დღის მნიშვნელობის შესახებ.
No comments:
Post a Comment