2013 წლის 10 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით ჯანდარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით
მოეწყო სკოლის ეზოს გამწვანების აქცია დევიზით „გიყვარდეს ბუნება“. კლუბის მეურვის
ნაზირა ქარიმოვას ხელმძღვანელობით მე-9 და მე-10 კლასელებმა დარგეს ნერგები. კლუბის
წევრები დიდ ყურადღებას აქცევენ სკოლაში სისუფთავის დაცვას. სკოლის ეზოს გალამაზების
მიზნით მოსწავლეებმა საკუთარი ეზოებიდან მოიტანეს ყვავილის ნერგები და სკოლის ეზოში
ყვავილნარი გააშენეს, რომელზე ზრუნვაც თავის თავზე აიღეს.
კლუბის მორიგი ინიციატივა
იყო სკოლაში ბიოლოგიის კაბინეტის მოწყობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მე-7, მე-9
და მე-10 კლასელებმა.
კლუბი აქტიურად განაგრძობს
ინიციატივების შემუშავებას და განხორციელებას.
No comments:
Post a Comment