
მარნეულის #8 საჯარო სკოლის წინ არ არსებობს არც შუქნიშანი და არც ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი, ამიტომ მშობლებს და ბავშვებს ხანგრძლივი ლოდინი უწევთ გზაზე გადასასვლელად. უფროსკლასელები კი არ იცავენ ფეხით მოსიარულე მგზავრის მოძრაობის წესებს და ამით საფრთხეს უქმნიან მძღოლებს და საკუთარ თავსაც.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად მარნეულის #8 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის "ჩემები" მეურვე თეონა ბუაძე და კლუბის 3 წევრი 20 თებერვალს ეწვივნენ მარნეულის გამგეობას და კანცელარიაში ჩააბარეს წერილობითი მიმართვა მარნეულის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე ინიციატივით, სკოლის წინ გადასასვლელის მოწესრიგებასთან დაკავშირებით.
No comments:
Post a Comment