მარნეულის #8 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი „ჩემების“ ორგანიზებით, 28 თებერვალს მარნეულის „თუთის პარკში“ მოეწყო ეკო დასუფთავების აქცია.
აქციაში მონაწილეობა მიიღო მარნეულის #3 და #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წარმომადგენლებმაც. „ჩემები“-ს კლუბის წევრებმა ინიციატივით მიმართეს მარნეულის მუნიციპალიტეტს, რათა საჭირო რესურსებით მომხდარიყო აქციის უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტმა აღნიშნული საქმიანობისთვის დახმარება სთხოვა მარნეულის შ.პ.ს. კომუნალურ მეურნეობას, რომელმაც გამოყო ნაგვის მანქანა და შეიძინა ნაგვის ცელოფნები და ხელთათმანები თითოეული მონაწილისთვის.
მოწვეული იყო ადგილობრივი ტელევიზია, რომელმაც გააშუქა დასუფთავების აქცია და მოამზადა სპეციალური რეპორტაჟი.
სულ მონაწილეობდა 40 მოსწავლე და 5 პედაგოგი განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროგრამიდან „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“.
ეკო დასუფთავების აქციამ ნაყოფიერად ჩაირა, მოსწავლეებმა სრულად დაასუფთავეს თუთის პარკის ტერიტორია და ტელევიზიის მეშვეობით ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე, მოუწოდეს მოსახლეობას, რომ გარემოზე ზრუნვა და მსგავს ინიციატივებში მონაწილეობა ყველა მოქალაქის მოვალეობაა.
No comments:
Post a Comment