მარნეულის #8 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა გამოკვეთეს პრობლემა: მარნეულის ბიბლიოთეკაში არ არსებობს ლიტერატურა, რომელსაც აზერბაიჯანულ ენაზე წაიკითხავენ მოსწავლე-ახალგაზრდები და გაიცნობენ ისეთ კლასიკოსებს, როგორიცაა ბალზაკი, შექსპირი, სტენდალი და ა.შ. აზერბაიჯანულ სკოლებში ქართული ენის სრულყოფილად შესწავლა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება, რის გამოც ახალგაზრდები რჩებიან მსოფლიო ლიტერატურის გაცნობის გარეშე.

მარნეულის #8 საჯარო სკოლის კლუბის "ჩემების" წევრებმა გადაწყვიტეს მარნეულის გამგეობას მიმართონ თხოვნით, მარნეულის ბიბლიოთეკაში შეიქმნას კუთხე, სადაც აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნილი მსოფლიო დონის მწერლების შემოქმედება იქნება განთავსებული. ამით მოსწავლე-ახალგაზრდობას მიეცემა საშუალება განვითარდნენ ამ კუთხით.
13 მარტს კლუბის 5 წევრმა მარნეულის გამგეობის წერილობით მიმართა ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
No comments:
Post a Comment