14 დეკემბერს მარნეულის #7 საჯარო სკოლაში, მცირე საგრანტო პროექტის "ბიბლიოთეკა დიდი საგანძურია" ფარგლებში, მოეწყო ღონისძიება, რომელსაც დაესწრო III-IX კლასების მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები, აღმამედლოს საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებლები და სიქას წარმომადგენელი.
თავდაპირველად პროექტის ხელმძღვანელმა მირანდა ლაბაძემ მოაწყო პრეზენტაცია პროექტის ეტაპების შესახებ. აზერბაიჯანულ ენაზე ღონისძიებას უძღვებოდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი მინარა კარაკოვა.
დასასრულს მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული ლექსები და იმღერეს "სულიკო".