11 დეკემბერს მარნეულის #8 საჯარო
სკოლის სამოქალაქო კლუბი „ჩემები“-ს ინიცირებით, მოეწყო ლიტერატურული საღამო. ღონისძიება
ჩატარდა სკოლის ქართული ენის კაბინეტში, რომელიც PH international-ის საგრანტო კონკურსში გამარჯვების შედეგად გაკეთდა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს
ვაჟა-ფშაველას პოემა „ალუდა ქეთელაური“ და გამართეს დისკუსია თემაზე - „თემის გავლენა
ადამინის ცხოვრებაში“. მონაწილეებისგან წამოვიდა სხვადასხვა ვერსია, თუმცა საბოლოოდ
ყველა მათგანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ტრადიციების პატივისცემა ძალიან კარგია, თუმცა
არსებობს ზოგიერთი ისეთი წესი, რომელიც არ უნდა გადაეცეს თაობებს.
დისკუსიის შემდეგ,
კლუბის წევრები ჩაერთვნენ აქტივობაში, რომელიც სტერეოტიპების მსხვრევისკენ, „ყუთს გარეთ“
აზროვნების განვითარებისკენ იყო მიმართული.
ლიტერეტურულ საღამოს
ესწრებოდა 2 ქართული ენის პედაგოგი და სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული
ასოციაცია.
ამ სახის ლიტერატურული
ღონისძიება იყო პირველი შემთხვევა მრავალი წლის შემდეგ.
No comments:
Post a Comment