Tuesday, 18 December 2012

მარნეულის #7 საჯარო სკოლაში მცირე გრანტის პროექტის "ბიბლიოთეკა ჩვენი საგანძურია" მიმდინარეობა

14 დეკემბერს მარნეულის #7 საჯარო სკოლაში, მცირე საგრანტო პროექტის "ბიბლიოთეკა დიდი საგანძურია" ფარგლებში, მოეწყო ღონისძიება, რომელსაც დაესწრო III-IX კლასების მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები, აღმამედლოს საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებლები და სიქას წარმომადგენელი.
თავდაპირველად პროექტის ხელმძღვანელმა მირანდა ლაბაძემ მოაწყო პრეზენტაცია პროექტის ეტაპების შესახებ. აზერბაიჯანულ ენაზე ღონისძიებას უძღვებოდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი მინარა კარაკოვა.
შემდეგ მოწვეულმა სტუმარმა მილანა რამაზანოვამ, რომელიც ხელნაწერთა მუზეუმის მიერ მოწყობილი ხელნაწერთა კონკურსის გამარჯვებულია, მოსწავლეებს კალიგრაფიული წერის მასტერკლასი ჩაუტარა. ღონისძიებაზე ასევე მოეწყო საჯარო კითხვა. პროექტის ფარგლებში სკოლის ბიბლიოთეკისთვის შეძენილი წიგნებიდან ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე წაიკითხეს ვაჟა-ფშაველას ლექსები. მოსწავლებს დაინტერესდნენ ახალი წიგნებით და მათი წაკითხვის სურვილი გამოთქვეს.
დასასრულს მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული ლექსები და იმღერეს "სულიკო". 

No comments:

Post a Comment