შიდსთან ბრძოლის დღე მარნეულის #3 საჯარო სკოლაში ღონისძიებით აღნიშნეს. კლუბ "ნათელი მომავლის" წევრებმა დაამზადეს პოსტერების შიდსის თემაზე. ჩატარდა სემინარი შიდსის თემაზე, სადაც მიმოიხილეს მისი წარმოშობის ისტორია და ისაუბრეს აივ ინფექციის გავრცელების გზებზე.
სემინარს დაესწრო მე-9-12 კლასების 20 მოსწავლე.
სემინარის დასასრულს ნაჩვენები იქნა მოკლემეტრაჟიანი ფილმი "სტიგმა", რომლის შემდეგ მოეწყო დისკუსია. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ფილმის გარჩევაში. ღონისძიების დამსწრე მოსწავლეები უფრო ინფორმირებულნი გახდნენ ამ დაავადებისა და მისი გავრცელების გზების შესახებ, გაიგეს თავდაცვის რა საშუალებები არსებობს, შეიტყვეს, როგორი თანადგომა შეუძლიათ გაუწიონ აივ ინფიცირებულ ადამიანებს და რომ შეუძლიათ იმეგობრონ მათთან.
No comments:
Post a Comment