2012 წლის 13 დეკემბერს
მარნეულის #8 საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბის წევრებმა „ჩემები“, სტუმრად მოიწვიეს
აზერბაიჯანელი სტუმარი ზაურ ხალილოვი, რომელიც პროფესიით ეკონომისტია და არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის" ხელმძღვანელია.
დღის თემა გახლდათ
„მე -აქტიური მოქალაქე“. ბატონმა ზაურმა პირველ რიგში მოუთხრო კლუბის წევრებს თავისი
ისტორია, თუ როგორ გახდა პროფესიონალი თავის სფეროში და როგორ მიაღწია წარმატებას.
შემდეგ მოსწავლეებს რამდენიმე საჭირო რეკომენდაცია მისცა და უპასუხა მათ შეკითხვებს.
შეხვედრა ორ ენაზე მიმდინარეობდა-ქართულად და აზერბაიჯანულად. სტუმართან საუბარი გაგრძელდა
2,5 საათი, რადგანაც მონაწლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ ბ-ნ ზაურთან დიალოგში.

ბ-მა ზაურმა კლუბის მონაწილეებს, აქტიურობის შემთხვევაში, თავისი ორგანიზაციის
მხრიდან, მხარდაჭერაც დაპირდა .
No comments:
Post a Comment